სათითურა
სახეობის სახელწოდება: Dactylisglomerata L.
ჯიშის სახელწოდება: ქართული - Dactylisglomerata‘Kartuli’
წარმოშობა: გამოყვანილია ველურადმოზარდი პოპულაციების გამრავლებითა და ბუნებრივი გადამტვერვის გზით (სხვა ეკოტიპებთან). საქართველოში დარაიონებულია 1977 წლიდან, ესპარცეტის გავრცელების ზონებში.
ჯიშის დახასიათება: ჯიში საადრეოა, მწვანე მასის გათიბვამდე პერიოდი 68-70 დღეა, თესლის აღებამდე კი 98-104. მცენარის საშუალო სიმაღლეა 94სმ. ბუჩქი კომპაქტურია, მეჩხერბუჩქოვანი. ბარტყობა საშუალოა. ბუჩქზე საშუალოდ 10-20 და 40-50 ღეროა. შეფოთვლა კარგი აქვს: საერთო მასის 38-42%. გათიბვის შემდგომ ახასიათებს ამონაყარის სწრაფი ზრდა. იძლევა კარგი ხარისხის თივას, რომელიც კარგი საკვებია პირუტყვისათვის.
ჯიში „ქართულის“მოსავლიანობა: მწვანე მასისა - 11-13ტ/ჰა. თივისა - 4-4,8ტ/ჰა და თესლისა - 0,4-0,6ტ/ჰა. თივა შეიცავს 12% ცილასა და 34% უჯრედისს.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევეშესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეა, ზამთარგამძლე და გვალვაამტანია. კარგი კომპონენტია იონჯისა და ესპარცეტისთვის ნარევნათესში შესარევად. ჯიში ვარგისია მექანიზებული აღებისათვის.
წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.