საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჩიტისთავა მუხუდო


საზოგადო სახელი:მუხუდოchitistava

სახეობის სახელწოდება: Cicer arietinum L.

ჯიშის  სახელწოდება: ჩიტისთავა Cicer arietinum 'Chitistava'

წარმოშობა: ძველი ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებული იყო ძირითადად რაჭაში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 115-120 დღეა. ორთესელაა - შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც. მცენარე ნახევრად სწორმდგომია, 45-50სმ სიმაღლის, ღეროს ანტოციანური შეფერილობა არ გააჩნია. ფოთოლაკის ზომა განიერია. ყვავილი თეთრია, პარკი განიერია, 2 მარცვლით, დაპარკება ღეროს ზედა ნაწილზე აღინიშნება. ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლეა 23სმ. თესლი წვრილია, თითქმის სფერული, მოხრილი ნისკარტით. 1000 მარცვლის მასაა 170-200 გრ. ერთი მცენარე შედარებით ნაკლებ - 12-15 პარკს ივითარებს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;  ასევე  შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროები: აღწერილია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი