საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დიკა 9–14 ხორბალი


საზოგადო სახელი: ხორბალი

სახეობის სახელწოდება: Triticum carthlicumNevskyi

სახესხვაობის სახელწოდება: Triticum carthlicum var. stamineum Zhuk.

ჯიშის სახელწოდება: დიკა 9–14 - Triticum carthlicum ‘Dika 9-14’

წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ, წალკის დიკას პოპულაციიდან ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით.  ჯიში დარეგისტრირებულია 1946 წლიდან.

მოკლე აღწერა: საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, არ რეაგირებს იაროვიზაციაზე, გვალვაგამძლეა და კარგად იტანს ტენსაც. ღერო საშუალო სიმაღლის, საკმაოდ მტკიცე და ჩაწოლისადმი გამძლე. ხასიათდება მაღალი პროდუქტიული ბარტყობით. თავთავი და ფხა თეთრი, შეუბუსავი, პრიალა, თავთავი მკვრივი, სიგრძით 5,5–7 სმ, თავთავზე 15–16 თავთუნია, თავთუნში 2–3 მარცვალი. მაღალ აგროფონზე და ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში თავთუნში ვითარდება 4–5 ნორმალურად განვითარებული მარცვალი. თავთუნის კილი კვერცხისებრია. კილის მხარე ვიწრო და აწეული, ფხასა და მას შორის არის პატარა სამკუთხედი. თავთუნის კბილის კბილაკის მაგივრად ვითარდება ნამდვილი გრძელი ფხა, ფხები გრძელი და თითქმის პარალელურად განწყობილი.  მარცვალი წითელი, წვრილი ოვალური ფორმის, არა ღრმა ღარით, რქისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასა 28–32 გრამია. ჟანგას ყველა სახეობის მიმართ გამძლეა. ნაკლებად ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში,  თბილისი 1983 წ. გვ. 71;  საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 324

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი