საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თავთუხი ხორბალი


საზოგადო სახელი:  ხორბალიtavtuxiB

სახეობის  სახელწოდება: Triticum durum  Desf..

სინონიმი: Triticum turgidum   subsp. durum  (Desf.) Husn.

სახეობის   სახელწოდება:   თავთუხი

სახეობის წარმოშობა: წარსულში, საქართველოში ხორბლის გავრცელებულ სახეობათა შორის თავთუხი მესამე ადგილზე იყო (რბილი ხორბალი, დიკა, მაგარი ხორბალი). იგი ძირითადად მის აღმოსავლეთ ნაწილში იყო გავრცელებული.

სახეობის დახასიათება:  მაგარი ხორბლები განვითარების tavtuxiციკლის მიხედვით საშემოდგომო, ნახევრად საშემოდომო ან საგაზაფხულო ფორმებია. კოლეოპტილე–უფერო, პირველი ფოთოლი მწვანე, ბუჩქი ნახევრად გართხმული. ბარტყობა–საშუალო ან სუსტი. ღერო–საშუალო სიმაღლისაა (90–110 სმ) ან მაღალი (170 სმ). ღერო ღრუა ან ამოვსებული (მთლიანად ან ნაწილობრივ). ფოთოლი მოლურჯო მომწვანო(მუქი–მწვანე), ძირითადად შეუბუსავი ან შებუსულია. კავები მოკლეა, იისფერი ან უფერო, წამწამებით ან მის გარეშე. ღერო ძირითადად არ არის მტკიცე და მიდრეკილია ჩაწოლისადმი. თავთავი საშუალო ზომისაა, ან გრძელი (5–13 სმ), მეჩხერი ან მკვრივი (D=20-45). თავთუნები მრავალმარცვლიანი ან მარცვლების მცირე რაოდენობით. თავთუნის გარეთა კილი ყოველთვის ატარებს ფხას (10–12 სმ–მდე). ფხები უხეში, ზოგჯერ მომწიფევბის პერიოდში  სცვივა. მარცვალი (7–8 მმ) სიგრძის. წითელი ან თეთრი. ოვალური ან მოგრძო–ოვალური, რქისებრი,tavtuxiA ნახევრად რქისებრი, იშვიათად ფქვილისებრი. მაგარი ხორბლების ქართული  ფორმები რბილ ხორბლებთან შედარებით დაავადებების მიმართ მეტი გამძლეობით ხასიათდებიან.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში, ამ სახეობის ადგილობრივი ფორმები დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში. სელექციური ჯიშები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ფერმერულ მეურნეობაში.

წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში   ხორბლის სელექცია საქართველოში თბილისი 1960

В. Л. Менабде  Пшеницы Грузии  -  Тбилиси 1948

The International Plant names Index  http://www.ipni.org/

Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი