საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თეთრი ოსპი ცერცველა


საზოგადო სახელი: ცერცველაtetriospi

სახეობის  სახელწოდება: Vicia sativa L.

სახესხვაობის  სახელწოდება: Vicia sativa L. var. leucosperma (Moench) Ser.

ჯიშის სახელწოდება: თეთრი ოსპი Vicia sativa leucosperma  ‘Tetri Ospi’

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, რომელიც ლ. დეკაპრელევიჩისა და ვ. მენაბდის ცნობით ძირითადად გავრცელებული იყო რაჭაში. აქ ცერცველა წმინდა ნათესის სახით არ ითესებიდა, შერეული იყო ოსპის ნათესში, აქედან გამომდინარე თეთრი ფერის ცერცველას თეთრ ოსპს უწოდებდნენ.

ჯიშის დახასიათება:  სუსტი, მიწაზე გართხმული ღეროს მქონე მცენარეა, სიმაღლით 50-60 სმ, კარგი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების შემთხვევაში ერთ მეტრსაც აღწევს. ფოთოლი წყვილფრთართულია, რაც 4-8 ფართო ფოთოლაკისაგან შედგება, ფოთოლი ულვაშით ბოლოვდება. ყვავილი მჯდომარეა, მოლურჯო, იისფერ-მეწამული. პარკში 4-10მარცვალია. ახასიათებს მარცვლის ცვენადობა. 1000 მარცვლის მასაა 40-60გრ. მარცვალი მოთეთრო-კრემისფერია. მისი თივა შეიცავს 25% ნედლ პროტეინს. ცერცველას თივაც და მარცვალიც კარგი საკვებია.

დღევანდელი მდგომარეობა:  დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე  შესაძლებელია ინახებოდეს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR),  და  გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია: ცერცველას ჯიშ „თეთრ ოსპს“ რაჭაში მოსახლეობა ძირითადად სასურსათედ იყენებდა, ხოლო მუქმარცვლიან ცერცველას, ჩვეულებრივ, ცხოველების (ღორების) საკვებად იყენებდნენ.

წყაროები:  Флора СССР, Т13, Москва 1948г;

П.И. Подгорный,  Растениеводства, Москва, 1963г;

ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი, 1986 წ. ტ. V;

აღწერილია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის პარკოსანი კულტურების კურატორის მიერ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი