საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შაქარა სიმინდი


საზოგადო სახელი:  სიმინდი shaqarasimindi სახეობის სახელწოდება Zea mays  L.  ქვესახეობის  სახელწოდება:  Zea mays  subsp. saccharata  (Körn) Zhuk.  ჯიშ-პოპულაციის სახელწოდება:  შაქარა სიმინდი  -  Zea mays ‘Saccharata‘ წარმოშობა:  საქართველოში საკმაოდ ადრეულ პერიოდშია შემოტანილი. მის მოშენებას უფრო შემთხვევითი  ხასიათი ჰქონდა. თესდნენ  ალაგ-ალაგ და ისიც ბოსტნებში. მხოლოდ უკანასკნელ დროს, ჩვენში საკონსერვო მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით, ტკბილი სიმინდი თანდათან ფართოდ გამოყენებას. ამჟამად ითესება მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე.
ჯიშ-პოპულაციის  დახასიათება: შაქარა სიმინდმა  სახელწოდება მიიღო მარცვლის ტკბილი გემოს გამო, რაც გამოწვეულია ენდოსპერმში შაქრის შენაერთთა სიუხვით. უნდა აღინიშნოს, რომ   სიტკბო მარცვალს ახასიათებს მხოლოდ ჯერ კიდევ ნედლ, მოუმწიფებელ მდგომარეობაში; მომწიფების დროს ეს თვისება ეკარგება, რადგან შაქარი უკვე მთლიანად გარდაიქმნება სახამებლად. მოტეხილ ტაროში ტკბილი გემო სულ რამდენიმე საათის შემდეგ საგრძნობლად მცირდება, ხოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში თითქმის მთლიანად იკარგება. ტკბილი სიმინდი  .სხვა ჯგუფებისაგან  ქიმიურად განსხვავდება აგრეთვე ხსნადი ნახშირწყლების (უმთავრესად დექსტრინის), ზეთის, პროტეინის მეტი რაოდენობით და შედარებით მცირე სახამებლიანობით. მისი ენდოსპერმი რქისებრია და თითქოს გამჭვირვალეა. ამ ჯგუფის სიმინდისათვის დამახასიათებელია  შემოსული მარცვლის მთელი ზედაპირის ძლიერი დანაოჭება.  მცენარის სიმაღლეა საშუალოდ  80-250 სმ.   ივითარებს 1-2 ტაროს. ტარო და მარცვლები საშუალო ზომისაა. მოსავალს იღებენ რძის ან ცვილისებრი სიმწიფის პერიოდში, რის გამოც ტექნიკური სიმწიფის სავეგეტაციო  პერიოდი, სხვა ჯგუფებთან შედარებით, საკმაოდ მოკლე აქვს.
დღევანდელი მდგომარეობა:  არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია: სიმინდის ეს ჯგუფი გამოიყენება უმთავრესად საკონსერვო წარმოებაში, რისთვისაც იხმარება ჯერ კიდევ შემოუსვლელი, ნედლი ტარო. ნედლი ტარო იხმარება საკვებადაც. წყაროები:  ი.ნ.ჩხენკელი,  ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ. ი.ლომოური, მარცვლეული კულტურები (ნაწილი II), თბილისი, 1950 წ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი