წეროვანი 5
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. leukodon Alef.
ჰიბრიდის სახელწოდება: წეროვანი 5 - Zea mays X leukodon ‘Tserovani 5’
წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. დედა ფორმა არის მარტივი ჰიბრიდი (გპ 3 X CML 176), მამა - ადგილობრივი ჯიშია - აჯამეთის თეთრი. გასავრცელებლად დაშვებულია 2011 წლიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონისა და აღმოსავლეთ საართველოს სარწყავი რაიონებისთვის, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 3800-45000 C-ს.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 140 დღეა. მცენარის სიმაღლეა 305 სმ. მიწისზედა მუხლების რიცხვი მთავარ ღეროზე - 18-19, ფოთლების რაოდენობა - 20-21. მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტარო სუსტი კონუსურია, სიგრძე 20-21 სმ., მარცვლის მწკრივების რაოდენობა 16-18, მწკრივში მარცვლებისა - 45, ტაროს მასაა 250 გრ, მარცვლის გამოსავალი - 82%, ნაქუჩი თეთრია. მარცვალი თეთრია, კონსისტენცია შუალედური, 1000 მარცვლის მასა 338 გრამია. არ ახასიათებს ღეროს ჩაწოლა. არ ავადდება ფუზარიოზით; ბუშტოვანი გუდაფშუტათი ავადდება მცირედ, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. მოსავლიანობა საშუალოდ 6.75 ტ/ჰა. მცენარეთა დგომის ოპტიმალური სიხშირეა 45-50 ათასი მცენარე ჰა-ზე. ჰიბრიდული თესლის მისაღებად საჰიბრიდიზაციო ნაკვეთზე მშობელი ფორმები ითესება სქემით ♀5 : ♂1.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სასურსათე მიმართულებისაა.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 4(8), თბილისი, 2011, გვ. 29 -35.