საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ლომთაგორა 4


საზოგადო სახელი:   სიმინდიlomtagora4 სახეობის სახელწოდება:  Zea mays L. სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. Alba Alef. ჰიბრიდის სახელწოდება:  ლომთაგორა 4 - Zea mays X Alba ‘Lomtagora 4’ წარმოშობა:  გამოყვანილია  შპს ფირმა ”ლომთაგორას” მიერ,  ადგილობრივი ჯიშის აჯამეთის თეთრის შჯვარებით CIMMYT-ის მიერ გამოგზავნილ ინბრედ ხაზთან CML 176. დაშვებულია გასავრცელებლად 2011 წლიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში  და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რაიონებისათვის, სადაც ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არის 3900-45000 C.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს 142 დღეს. მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლე 368 სმ. ფოთლების რაოდენობაა 20-21, მიწისზედა მუხლებისა - 18-19. საშუალოდ მცენარეზე ვითარდება 1.06 ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 21-22 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 16, მასა 245 გრამია, მარცვლის გამოსავალია 82%. მარცვალი თეთრია, კონსისტენცია შუალედური კაჟასთან ახლოს, 1000 მარცვლის მასაა 338 გრ.  გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით არ ავადდება. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს.  მარცვლის მოსავალია 7.59 ტ/ჰა.  ეფექტურად იყენებს მინერალურ სასუქებს. მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ჰექტარზე იყოს 45-50 ათასი მცენარე. ჰიბრიდული თესლის მისაღებად  საიზოლაციო ნაკვეთზე მშობელი ფორმები ითესება სხვადასხვა ვადში. დედა ფორმა - ჯიში აჯამეთის თეთრი ითესება მაშინ, როდესაც მამა ფორმა- ხაზი CML 176 ამოსულია და არის 4-5 ფოთლის ფაზაში.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის შპს ფირმა ”ლომთაგორაში”. დამატებითი ინფორმაცია:   სასურსათო დანიშნულებისაა, გამოიყენება, აგრეთვე, სასილოსედ. წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 2(6), თბილისი, 2011, გვ. 23-28.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი