საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სამსუნი 940 თამბაქო


საზოგადო სახელი: თამბაქო სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. fruticosa (L.) Hook. f. ჯიშის სახელწოდება: სამსუნი 940 -Nicotiana tabacum fruticosa ‘Samsuni 940’ წარმოშობა: სამსუნი 940 გამოყვანილია ადგილობრივი მასალიდან, ინდივიდუალური შერჩევის გზით 1938 წელს, აფხაზეთის თამბაქოს საცდელ სადგურში.
ჯიშის დახასიათება: საშუალო ვეგეტაციის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი გადარგვიდან ყვავილობის დაწყებამდე 74-78 დღეა. გადარგვიდან შუა იარუსის ფოთლების მომწიფებამდე სჭირდება 85 დღე, სრულ სიმწიფემდე - 107-115 დღე. იძლევა საპაპიროსე არომატულ და გემოვან ნედლეულს. მცენარის ფორმა ცილინდრულია, 120-150 სმ სიმაღლის. ფოთოლი ყუნწიანია, კიდემთლიანი, მიმაგრება - ზეაღმართული, მოყვანილობა - სუსტად გულისებრი. ფოთლის ფუძის დანამატი ბიბილო საშუალოა. მცენარე 35-40 ფოთოლს ივითარებს, სიგრძით 22 სმ, ფოთლის სიგრძის შეფარდება სიგანესთან 1,5-1,8:1, ნერვაცია ნაზია. ყვავილი ვარდისფერია, საშუალო ზომის. ერთ ჰა-ზე იძლევა 1,6-1,8ტ მოსავალს. ეს ჯიში იძლევა ნარინჯისფერ და მუქნარინჯისფერ ნედლეულს. იგი სამსუნებში მაღალმოსავლიან ჯიშად ითვლებოდა.
დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია დაცული იყოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR). დამატებითი ინფორმაცია: 1951 წლიდან დარაიონებულია აფხაზეთის შემაღლებულ ცივ ზონაში. სიცივის ამტანია და არ ავადდება ფესვის სიდამპლით. სამრეწველო ჯიშ სამსუნი 27-თან შედარებით, 18%-ით მეტ მოსავალს იძლევა. წყაროები:  ბ გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1959 წ; ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი 1975 წ.
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი