საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თაქთაქიშვილის უსარო ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: თაქთაქიშვილის უსარო  Phaseolus vulgaris ‘Taktakishvilis Usaro’

წარმოშობა: გამოყვანილია სამტრედიის ჯიშთა გამოცდის სადგურზე გ. თაქთაქიშვილის მიერ, მიღებული ჭრელი მასალის „ფენიოს“ მრავალჯერადი გამორჩევის გზით.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია.  მასობრივი აღმოცენებიდან პირველ კრეფამდე საჭიროებს 50-55 დღეს. ჯიში კუტია, სიმაღლე მინდვრის პირობებში - 35-45 სმ. ღია მწვანე შეფერილობის, პარკი არ ივითარებს პერგამენტის შრესა და ძაფს. პარკი დიდია, სწორი. მარცვალი საშუალო ზომისაა, თირკმლისებრი ფორმის, მოვარდისფრო შეფერილობის. 1000 მარცვლის მასას 450-516 გრ. წლების განმავლობაში სამტრედიის ჯიშთა გამოცდის  ნაკვეთზე იძლეოდა პარკის მოსავალს 11-12.1 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია:  კარგი გემური თვისებებით ხასიათდება.

წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 27.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი