ყვითელი ფეტვი
სახეობის სახელწოდება: Panicum miliaceum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Panicum miliaceum var. subxantheum Popov
ჯიშის სახელწოდება: ყვითელი ფეტვი იგივე ძურწა ფეტვი Panicum miliaceum subxantheum ‘Dzurtsa’
წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებული იყო მთიან გურიაში, ზემო იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთსა და სხვა დაბლობ ადგილებში.
ჯიშის დახასიათება: მცენარე დაბალია, 75 სმ სიმაღლის. სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა - 70-80 დღე, საადრეო ჯიშია. მცენარე კარგად შეფოთლილია და ახასიათებს ძლიერი დატოტვა, ფესვის ყელიდან 5-6 გვერდითი ღერო ამოაქვს. საგველა ყვავილედი მკვრივია, მომრგვალო ძურწა ბალახს წააგავს. მარცვლის ცვენადობა საერთოდ არ ახასიათებს. ყვავილედის სიგრძე 16სმ. ყვავილობა ყველა სხვა ჯიშთან შედარებით, გახანგრძლივებულია და 80 დღეს გრძელდება. მარცვალი საშუალო ზომისაა - სიგრძე 2,5მმ, სიგანე - 2მმ, მიკრულია კილებზე და ძნელად იცეხვება. კილები ჩალისფერია, მარცვალი ღია ყვითლიდან მოყვითალო-ნარინჯისფერამდე შეფერილობისაა. დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: ეს ჯიში საკმაო რაოდენობის მწვანე მასას ივითარებს, რაც პირუტყვის ყუათიან საკვებს წარმოადგენდა.
წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
ი. მაისაია. ფეტვის კულტურა საქართველოში - თბილისი 1998 წელი.
დახასიათებულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.