სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველები
გ.გოგოლი
ინდუსტრული სოფლის მეურნეობის განვითარებამ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მრავალი ენდემური და აბორიგენული ჯიში გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. ამ პროცესმა განსაკუთრებულად ინტენსიური სახე მიიღო პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. მათ შორისაა საქართველო. საქმე ის არის, რომ სამოქალაქო ომმა და საზოგადოებრივი ქონების არასწორმა პრივატიზაციამ, მოგვიანებით კი სანაშენე მუშაობის საკმაოდ მწყობრად ორგანიზებული სახელმწიფო სამსახურის გაუქმებამსაეჭვოგახადა ამ ჯიშების შენარჩუნების შესაძლებლობები. საქმე იქამდე მივიდა, რომ უსისტემო გამრავლებამ,ხშირად კი ნათესაურმა შეწყვილებამშეაფერხა მათი განვითარება, შეამცირაპროდუქტიულობა და გაზარდა გადაშენების საფრთხე.
საქართველოს ტერიტორიის თავისებური რელიეფი, მკვეთრად გამოხატული ვერტი-კალური ზონალობა და მასთან დაკავშირებული განსხვავებული ეკოლოგიური პირობებისაჭიროებდა სოფლად ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის ორიგინალურ მიდგომებს. ამის შესაბამისად,ისტორიულად, ჩვენში ჩამოყალიბდა მეცხოველეობის გაძღოლის თავისებური, კონკრეტული ბუნებრივ-ეკონომიკური ზონის პირობებს შეხამებული ტექნოლოგიები და სისტემები. ამან, აგრეთვე ქართველი გლეხკაცის შემოქმედებითმა და მუხლჩაუხრელმა შრომამგანაპირობათითქმის ყველა სახეობის შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი ჯიშების ჩამოყალიბება, რომელთა უმრავლესობას მსოფლიოს მეცხოველეობაში ანალოგები არ გააჩნიათ.
ხალხური სელექციით გამოყვანილია: ძროხის ქართული მთის და მეგრული წითელი ჯიში,კავკასიური კამეჩის ქართული ჯილაგი, თუშური და იმერული ცხვარი, მეგრული თხა, თუშური და მეგრული ცხენი, კახური და სვანური ღორი, ადგილობრივი ქათმისხუთი პოპულაცია,ჯავახური ბატი, ქართული მთის რუხი ფუტკარი, ქართული ნაგაზი და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ჯიშების უმრავლესობა შედარებით დაბალ-პროდუქტიულები არიან, ისინიწარმოადგენენ მნიშვნელოვან სასელექციო მასალას, ვინა-იდან ხასიათდებიან რიგი ძვირფასი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებებით: კარ-გად ითვისებენ ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრებს, ნაკლებსაკვებსხარჯავენ ერთეული პროდუქციის წარმოებაზე, ტოლერანტები არიან ცვალებადი გარემოსადმი, ხასიათდებიან ზოგიერთი დაავადებისადმი ბუნებრივი რეზისტენტობითდა სხვ. ეს ღირსე-ბები წარმატებით იქნა გამოყენებული ქართველი სელექციონერების მიერ ძროხის კავკასი-ური წაბლა, ცხვრის ნახევრადნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი და ნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი ჯიშების გამოყვანისას, აგრეთვე სტეპის წითელი ჯიშის ფურებში ცხიმრძიანობის გასაზრდე-ლად და სხვ.
ამდენად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და აღიარებულ ფასეულობათა გათვალისწინებით, მეც-ხოველეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა თუ რიტუალი, მათ შორის ხალხური სელექციით გამოყვანილი შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების/ფრინველების ადგილობრივი ჯიშები არიან ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილი და მათღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო მეცხოველეობის განვითარების ისტორიაში.
ქვეყნისათვის და აქ მცხოვრებთათვის მეცხოველეობანიშნავსბევრადმეტს, ვიდ-რეხარისხიანისაკვები პროდუქტების მიღების წყარო. საქმე ის არის, რომ:
1. საქართველოსმოსახლეობისთითქმისნახევარიცხოვრობსსოფლადდამისიეკონომი-კური საქმიანობა დაკეთილდღეობადაკავშირებულიაამდარგთანდაცხოვრების წესად ექცაერთდროულადრამდენიმესახეობისცხოველისდა/ანფრინველისყოლა.
2. ქართულ სამზარეულოში, ტრადიციულად, ცხოველურ საკვებ პროდუქტებს წამყვანი ადგილი უკავია და, ამდენად, ბაზარზე მათზე დიდი მოთხოვნილებაა.
3. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე მოდის 1,94 მლნ ჰა (ანუ 49,4%), რომელთა გამოყენება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს შეუძლიათ. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენში ყოველ 1 მცხოვრებზე მოდის მხოლოდ 0,9 ჰა სავარგული, ადვილად გასაგები გახდება ამ მიწების ათვისების უდიდესი სამეურნეო და ეკონომიკური მნიშვნელობა.
მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალობაზე მოსალოდ-ნელია სურსათზე და ცხოველურ პროდუქტებზე შიდა ბაზრის მოთხოვნილების შემგომი ზრდა;გარდა ამისა, ტურიზმის, დასასვენებელი სახლებისა და ბალნეოლოგიური კურორ-ტების ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა მაღალი ხარის-ხისა და ეკოლოგიურად სუფთა,ანუ ორგანული საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაშიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი ჯიშებისათანადო ადგილს დაიკავებენ.