კახი 8 ხორბალი
საზოგადო სახელი: ხორბალი
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum L. var. aestivum
ჯიშის სახელწოდება: კახი 8 - Triticum aestivum ‘Kakhi 8’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურში მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევით კახურ „ბანატკი“-საგან.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა, სავეგეტაციო პერიოდით საშუალო-საადრეო. ბუჩქი შუალედური ფორმის, ბარტყობის უნარი საშუალო. მცენარის ფოთლები წვრილია, ღერო სიმაღლით 100-120 სმ, ზოგჯერ მეტიც, საკმაოდ მტკიცე და მოქნილი. თავთავი თეთრი, ფხიანი, თითისტარისებრი ფორმის, სიგრძით 11-13 სმ. ფხა შედარებით ნაზი და ნაწილობრივ გადაშლილი. თავთუნის კილი კვერცხისებრი ფორმის, კილის მხარი მოკვეთილი, ან სწორი, კილის კბილაკი მოკლე, წაწვეტებული და ოდნავ მოხრილი ნისკარტისებრი. მარცვალი წითელი, მსხვილი, მოგრძო - ოვალური ფორმის, არაღრმა ღარით. 1000 მარცვლის მასა 35-43 გრამი და მეტიც, რქისებრი კონსისტენციის, ხასიათდება კარგი პურცხობის უნარიანობით. მცენარე ჟანგას მიმართ იმუნურია, განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყარო: ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში, თბილისი 1983 წ. გვ. 65
დამატებითი ინფორმაცია: ჯიშის უარყოფით თვისებას შეადგენს მარცვლის ცვენადობა.