საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ახალქალაქის ადგილობრივი ბარდა


საზოგადო სახელი: ბარდაaxalqalaqisadgilobrivi

სახეობის სახელწოდება:Pisum sativumL.

ქვესახეობის სახელწოდება: subsp. transcaucasicum Govorov

ჯიშის სახელწოდება: ახალქალაქის ადგილობრივი Pisum sativum subsp. transcaucasicum 'Akhalkalakis Adgilobrivi' 

წარმოშობა: ხალხური სელექციის შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც სამიწათმოქმედო კულტურაში შესული იყო XIX საუკუნის ბოლოს. ამ ჯიშის საწყისი მასალა ადგილობრივი მინდვრის სარეველა ბარდაა. ეს ჯიში დახვეწილი და დარაიონებულია 1945 წელს. დღესაც ითესება ჯავახეთის ზეგანზე.

ჯიშისდახასიათება: საკვები მიმართულებისაა. სავეგეტაციო პერიოდი საშუალოა, დაახლოებით 110-120დღე. მცენარის სიმაღლე - 40-160სმ-მდე, მუხლთაშორისების რაოდენობაa 28-35. ღეროზე ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლეა - 22-60სმ. თანაფოთოლზე ემჩნევა ანტოციანური შეფერვა. ყვავილი მოვარდისფრო-ლურჯია ან იასამნისფერი. თესლი მრგვალია ან დაკუთხულ-მომრგვალო ფორმის, მოყვითალო-რუხი, მომწვანო, დაფარულია მოლურჯო-იისფერი წინწკლებით და ლაქებით, ჭიპი შავია. 1000 მარცვლის მასაა  80-120გრ. მწვანე მასის მოსავალიანობა საშუალოდ 20-23,6ტ/ჰა, მარცვლის კი  1,5-1,7ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე  დაცულია რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR), შესაძლებელია, ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია: გვალვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ დიდ მოთხოვნილებას არ აყენებს.  სოკოვანი დაავადებების მიმართ ძლიერ გამძლეა.

წყაროები: 

1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси, 1991г.
2. ბარდა, მ. დალაქიშვილი, თბილისი, 1962 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი