ყაზბეგი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჰიბრიდის სახელწოდება: ყაზბეგი – Zea mays X flavorubra ‘Kazbegi’
წარმოშობა: გამოყვანილია აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ჩრდილო ცენტრალური რეგიონის გენეტიკური რესურსების ცენტრიდან (NSRPIS) მიღებული Ht (ჩრდილიეთის ჰელმინთოსპორიოზისადმი გამძლე) გენების დონორების შეჯვარებით. დედა ფორმა - ხაზი B73Ht , მამა - ხაზი LH51. რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ რაიონებში გასავრცელებლად.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 127დღე. მცენარის სიმაღლაე 268 სმ. ფოთლების რაოდენობაა 19-20, მიწისზედა მუხლებისა - 17, ბარტყობა არ იცის. მცენარეზე ვითარდება 1.0 ტარო. ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე - 22-23 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 16-18, ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 117-120 სმ. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 84 %. მშრალი ტაროს მასა 230-250 გრამია, ნაქუჩი ვარდისფერია. მარცვალი ყვითელია, კბილა, 1000 მარცვლის მასა 315 გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; სიმინდს ფარვანა მცირედ აზიანებს. პრაქტიკულად გამძლეა ჭარბტენიან სუბტროპიკულ ზონაში ფართოდ გავრცელებული დაავადების - ჩრდილოეთის ჰელმიჰთოსპორიოზის მიმართ. მარცვლის მოსავალია 7-9 ტ/ჰა. მცენარეთა დგომის ოპტიმალური სიხშირეა 55-57 ათასი მცენარე ჰექტარზე.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 5(13), თბილისი, 2012, გვ. 6-9, 13-17;
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, #31, თბილისი, 2012 წ. დეკემბერი, გვ.148 -149.