საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ნუტანს 32-38 ქერი


საზოგადო სახელი: ქერი

სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L.

სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. nutans Alef.

ჯიშის სახელწოდება: ნუტანს 32-38 – Hordeum vulgare ‘Nutans 32-38’

წარმოშობა: მიღებულია მცხეთის სასელექციო სადგურში, ინდივიდუალური შერჩევის მეთოდით ბაშკირეთის ადგილობრივი ქერის სახესხვაობა „ნუტანსი“-დან. საქართველოში ჯიში დარაიონებულია 1940 წლიდან.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საგაზაფხულოა. თავთავი ორმწკრივიანი, მოჩალისფრო-ყვითელი, გრძელი, საშუალო სიმკვრივის. ფხები მოჩალისფრო-ყვითელი, საშუალო სიგრძის, ნაზი, წვრილად დაკბილული. მარცვალი მოჩალისფრო-ყვითელი, ელიფსური ფორმის. 1000 მარცვლის მასა 39-44 გ–მდეა. ყვავილის კილი გლუვია და თანდათანობით გადადის ფხაში. სუსტად სენიანდება ღეროსა და ყვითელი ჟანგათი, მტვრიანა გუდაფშუტით – საშუალოზე ნაკლებად, მაგარი გუდაფშუტით – საშუალოდ.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი, 1969 წ. გვ. 36;
ქერის კულტურა, ჯიშური შემადგენლობა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ფერმერულ მეურნეობაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2010 წ.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი