საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუტანტი 2 სოია


საზოგადო სახელი: სოია

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის სახელწოდება: მუტანტი 2  Glycine max  'Mutanti 2'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ჯიშის - სალუტ 216-ის გამა-სხივებით დამუშავებული თესლის ნათესში ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. რეკომენდირემულია მთისწინა ზონებისათვის, ზღვის დონიდან 800-1200მ სიმაღლეზე.

ჯიშის დახასიათება: ძალიან საადრეო ჯიშია,  სავეგეტაციო პერიოდი 90-100 დღეა. იგი მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის საადრეო სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს - flavida Enk. მცენარის ბუჩქი დაბალია, 55-70სმ-მდე. საშუალოდ შეფოთლილი; ფოთლები ოვალურ-მომრგვალებულია, ბლაგვწვეროიანი. ყვავილი წვრილია და თეთრი. პარკები საშუალო ზომის, ოდნავ მოხრილი და ქერად შეფერილი. სიმწიფისას პარკი არ სკდება და მარცვალი არ ცვივა. მარცვალი ოვალურია, ყვითელი, ყავისფრად პიგმენტირებული. 1000 მარცვლი საშუალოდ 145-170გრ-ს იწონის. საშუალო მოსავლიანობა - 2,6 ტ/ჰა. თესლი შეიცავს საშუალოდ 35% ცილასა და 23,8% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).

დამატებითი ინფორმაცია: მუტანტი 2 სამარცვლე მიმართულებისაა. მოკლე ვეგეტაციის გამო კარგია მეორე მოსავლის მისაღებად დაბლობ ზონაში.  ეს ჯიში გვალვისა და სიცივის ამტანია. გამძლეა ჩაწოლისადმი, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისადმი. იგი კარგი წინამორბედია თავთავიანი კულტურებისათვის.

წყაროები:  აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში,  გამომცემლობა "საჭოთა საქართველო", თბილისი, 1982 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი