საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მოწინავე 7 სოია


საზოგადო სახელი: სოიაmowinave7A

სახეობის სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის სახელწოდება: მოწინავე 7  Glycine max 'Motsinave 7'

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ჯიშთაშორის ჰიბრიდიზაციისა და მასობრივი გამორჩევის მეთოდით. (დედა-ადგილობრივი იმერული შეჯვარებული მამა-დენფილდთან). დარაიონებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი სარწყავი ზონისათვის 1963 წლიდან.

ჯიშის დახასიათება: საშუალოდ საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 125-130 დღეა. მიეკუთვნება მანჯურიული mowinave7 ქვესახეობის  ჩაწოლისადმი გამძლე სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს - immaculata Enk.  ბუჩქის მაღალმოზარდია 90-120სმ. გადაშლილი ფორმებიდან ნახევრად კომპაქტურამდე, ღერო სწორმდგომია, ჩაწოლა საერთოდ არ ახასიათებს. ფოთოლი ფართოა, კვერცხისებრი ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი, დაფარულია თეთრი ფერის ხშირი ბუსუსებით. ყვავილები თეთრი ფერის მტევნადაა შეკრული. პარკი საკმაოდ მსხვილია, ოდნავ მოხრილი, ღია ნაცრისფერი. პარკის მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 12-76სმ-ია. ცვენადობა არ ახასიათებს. მარცვალი ოვალურია, პრიალაზედაპირიანი, ყვითელი, ღია ყავისფერი ან მიხაკისფერი ჭიპით. 1000 მარცვალი იწონის 260-265გ-ს. 1ჰა წმინდა ნათესიდან მიიღება 2,8 ტ მარცვალი, სიმინდთან შეთესილიდან კი 0,9-1,6ტ.  ასევე შესაძლებელია 30 ტ მწვანე მასის მიღება. თესლში ცხიმის საშუალო შემცველობაა 22,3%, ცილა 37%-მდე.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის  ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR). და სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV).

დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ კარგი გამძლეობით. აღნიშნული ჯიში სამარცვლე და მწვანე საკვები მიმართულებისაა.

წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963 წ;

მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII, თბილისი, 1966 წ;

გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ;

აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი