საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ნაჟღვლი თეთრი


საზოგადო სახელი:  ღომი

სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. clavata Dekapr. & Kasparian

ჯიშის სახელწოდება: ნაჟღვლი თეთრი Setaria  italica  clavata Nazhgvli Tetri’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობზე.

ჯიშის დახასიათება: საშუალოდ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 140 დღეა. მცენარე  საშუალო სიმაღლისაა, 155სმ-მდე, თაველი ჩვეულებრივია, დაუტოტავი, შებუსულია მოკლე, მწვანე ფერის ჯაგრულათი, სიგრძე - 3-4მმ. ნაკვთულები მოკლეა, მჭიდროდ სხედან მოკლე ყუნწებზე, რის გამოც თაველი ღებულობს კომპაქტურ ხასიათს, წვერისკენ შევიწროვებულია. თაველი მოთეთრო შეფერილობისაა, მარცვალიც თეთრია, მარცვლის გამოსავლიანობა მცირეა - 82-83%, თუმცა სიმწიფისას  მარცვალი არ  ცვივა. ძნელად ილეწება.

დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში და გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

დამატებითი ინფორმაცია: მცირემოსავლიანი ჯიშია

წყაროები: ნ.ი.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულის სარკვევი, თბილისი, 1948 წ;

ი. მაისაია; მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, „მეცნიერება“, 2003 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი