საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ყაზბეგი 1 ქერი


საზოგადო სახელი: ქერი

სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L.

სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. pallidum Ser.

ჯიშის სახელწოდება: ყაზბეგი 1 - Hordeum vulgare ‘Kazbegi 1’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტში, ინდუცირებული მუტაგენეზის მეთოდით (გამა–სხივები 15კრ) ადგილობრივი ჯიშიდან „ძველთესლი“. საქართველოში ჯიში დარეგისტრირებულია 1980 წლიდან და მისი მოყვანა რეკომენდებულია ქართლის სარწყავი ზონებისათვის.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა, საკმაოდ ზამთარ- და გვალვაგამძლე. საადრეო ჯიშია, რომლის სავეგეტაციო პერიოდია 217 დღე. მცენარის სიმაღლეა 80-100 სმ, აქვს მოკლე და მტკიცე ღერო, არ ახასიათებს ჩაწოლა, ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. მცირედ ავადდება გუდაფშუტათი. თავთავი ფხიანია, კომპაქტური, არ ხასიათდება მარცვლის ცვენადობით. 1000 მარცვლის მასაა 36,4 გრამი. ჯიშის პოტენციური მოსავლიანობა - 6,0 ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყარო: ქერის კულტურა, ჯიშური შემადგენლობა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ფერმერულ მეურნეობაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 7;
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ. გვ.19

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი