საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ვალდინ 765 შვრია


საზოგადო სახელი: შვრიაshvria სახეობის სახელწოდება: Avena sativa L. ჯიშის სახელწოდება: ვალდინ 765 - Avena sativa ‘Valdin 765’ წარმოშობა: გამოყვანილია კრასნოდარის მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტში, მასობრივი გამორჩევის მეთოდით საკოლექციო ნიმუშიდან (K–13904 აშშ). საქართველოში ჯიში ინტროდუცირებულია 2012 წლიდან.
მოკლე აღწერა: სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 83-97 დღეა. მცენარე სწორმდგომია, ღერო მსხვილია, ჩაწოლისადმი მდგრადია, სიმაღლე 86–100 სმ. ფოთოლი სწორმდგომია, საშუალო სიგანის, სუსტად შებუსული. საგველა ვერტიკალურად მდგომი, ნახევრად გაშლილი, ღია ჩალის ფერი, საშუალო სიგრძის (17–23 სმ). თავთუნი დახრილია, 2–3-ყვავილედიანი. მარცვალი მსხვილია, ღია ჩალის ფერი, აქვს ფხა, რომელიც სრული სიმწიფის ფაზაში ილეწება. ფხები მუქი ყავისფერი, საშუალოდ უხეში. ინტენსიური ტიპის ჯიშია; საშუალო მოსავლიანობა - 4,2–6,6 ტ/ჰა. 1000 მარცვლის მასაა 27–38 გრამი, ხოლო ნატურა - 432-524 გ/ლ. გამძლეა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აწარმოებს ჯიშის პირველად მეთესლეობასა და გამრავლებას. დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ვარგისია ბურღულეულის წარმოებისათვის. წყაროები: Кубанская опытная станция ВИР- http://kos-vir.narod.ru/list_hybrids.html
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი