საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გურული თეთრი


საზოგადო სახელი:   სიმინდი სახეობის სახელწოდებ გურული თეთრი ა Zea mays  L., სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays  var. leucodon Alef.  ჯიშის   სახელწოდება:  გურული თეთრი  -  Zea mays  leucodon  ‘Guruli  Tetri’ წარმოშობა: როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ჩამოყალიბდა გურიაში, მაგრამ ასეთი ტიპის სიმინდი იმერეთსა და რაჭაშიც გვხვდება და ცნობილია ,,ადესურას“,  ,,გრანიცულას“, ხოლო სამეგრელო-აფხაზეთში ,,გალის თეთრის“ სახელწოდებით.
ჯიშის  დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საგვიანო ჯიშად ითვლება. დათესვიდან სრულ სიმწიფემდე 135-150 დღე სჭირდება. მცენარის სიმაღლე 220-310 სმ-ია. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 14-18. ბარტყობა სუსტია. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 90-124 სმ. ტარო დიდი ზომისაა - 14-26 სმ. ტაროს ფორმა ცილინდრულია. ტაროზე 10-14 მწკრივია. მარცვლის გვერდები მღვრიე თეთრი ფერისაა, ზედაპირი მკვეთრად თეთრია და საკმაოდ თავჩაზნექილი. მარცვალი C ტიპს მიეკუთვნება, ნაკლებად A -ტიპის.  1000 მარცვლის წონაა 440-580 გ.  ნაქუჩი თეთრია. ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარებზე (აჯამეთი, დიღომი) ჯიშთა წინასწარ გამოცდაში მიღებული იყო მშრალი მარცვლის მოსავალი 4,2-4,8ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: ნიმუში დაცულია სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV). დამატებითი ინფორმაცია: მისი გამოყენება საინტერესოა როგორც სამარცვლედ, ისე სასილოსედ  დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში. წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,  ბოტანიკის ინსტიტუტი,  კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება. ტომი XXIV.  თბილისი, 1969 წ.  
 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი