საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წეროვანი 1


საზოგადო სახელი:    სიმინდი      werovani1

სახეობის სახელწოდება:  Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. flavorubra Körn.

ჰიბრიდის სახელწოდება:  წეროვანი 1 - Zea mays X flavorubra  ‘Tserovani 1’

წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ამერიკული ხაზის B73 -ის შეჯვარებით ხაზ MO 17/24-თან.დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და ქვემო იმერეთის რაიონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალო-საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 126 დღე. მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლე 240-280 სმ. ფოთლების რაოდენობა - 20. მიწისზედა მუხლები 16-18. ბარტყობა არ იცის. ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო, ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 115 სმ.   ტარო დიდი ზომისაა, სიგრძე 22-23 სმ., მასა 230 გრამი. მარცვლის რიგების რიცხვი 16, ფორმა სუსტი კონუსური, ნაქუჩი ვარდისფერია.   მარცვალი ყვითელია, კბილა, მსხვილი, 1000 მარცვლის მასა 310 გრამია. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალია 7-9 ტ/ჰა, მარცვლის გამოსავლიანობაა 82-84 %. სიმწიფეში შესვლისას მარცვალი სწრაფად შრება. ოპტიმალური სიხშირეა 52-57 ათასი მცენარე ჰა-ზე. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; არ ავადდება ბუშტოვანი გუდაფშუტათი, ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით ავადდება მცირედ.

 დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.

წყაროები: ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული XXXXIV, თბილისი 2004, გვ. 234-237;
სამარცვლე სიმინდის მოვლა-მოყვანა ფერმერულ მეურნეობაში, სსიპ. მიწათმოქმედების ინსტიტუტი, სახელმძღვანელო, გამოცემულია მსოფლოი ბანკის მხარდაჭერით, თბილისი 2010, გვ. 16;
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მთიანეთის სოციალურ - ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თბილისი, 2010 წ, გვ. 337.

დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.

დამატებითი ინფორმაცია:   ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი