საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წეროვანი 3


საზოგადო სახელი:   სიმინდიwerovani3

სახეობის სახელწოდება: Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. flavorubra Körn.

ჰიბრიდის  სახელწოდება:  წეროვანი 3 - Zea mays X flavorubra  ‘Tserovani 3’

წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მარტივი ჰიბრიდის ( B73 X B84-ის)  შეჯვარებით  ხაზ MO17/24-თან. დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს ზღვის დონიდან 500-600 მეტრამდე რაიონებში.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 129 დღე. მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლეა 280-300 სმ. ფოთლების რაოდენობა 20-21, მიწისზედა მუხლებისა - 17-18. ბარტყობა არ იცის. ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 114-118 სმ. ტარო საშუალო ზომისაა, სიგრძე - 19 სმ, მასა 225 გრამია. მარცვლის რიგებია - 14-18, ფორმა სუსტი კონუსურია, ნაქუჩი ვარდისფერია. მარცვალი ნარინჯისფერია,  კბილა და ნახევრადკბილა, 1000 მარცვლის მასაა 320  გრამი. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალია 7-9 ტ/ჰა.  გამძლეა ჩაწოლის მიმართ; მტვრიანა გუდაფშუტათი და ფუზარიოზით ავადდება სუსტად, სიმინდის ფარვანათი საშუალოდ.

დღევანდელი მდგომარეობა:  ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.

დამატებითი ინფორმაცია:   ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.

წყაროები:  ი.ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, XXXXIV, თბილისი, 2004. გვ. 243-247;
სამარცვლე სიმინდის მოვლა-მოყვანა ფერმერულ მეურნეობაში, სსიპ. მიწათმოქმედების ინსტიტუტი, სახელმძღვანელო, გამოცემულია მსოფლოი ბანკის მხარდაჭერით, თბილისი, 2010, გვ. 18;
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თბილისი, 2010 წ, გვ. 337.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი