საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცხეთის 1


საზოგადო სახელი: იონჯა

სახეობის სახელწოდება: Medicago sativa L.

ჯიშის სახელწოდება: მცხეთის 1 - Medicago sativa ‘Mtskhetis 1’

წარმოშობა: ჯიში „მცხეთის 1“ გამოყვანილიაი. ლომოურის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში პოლიკროსის მეთოდით და მასობრივი გამორჩევით.

ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო ვეგეტაციისაა. აღმოცენებიდან პირველ გათიბვამე პერიოდი 66-79დღეა. პირველიდან მეორე გათიბვამდე - 40-43 დღე, მე-2დან მე-3 გათიბვამდე 25-31 დღე (სათივედ), თესლის აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 120 დღე.
ბუჩქი ფიალისებურია, ძლიერი, სწორმდგომი, იშვიათად ნახევრადგართხმული, ახასიათებს ძლიერი დაბუჩქება. ღერო სწორმდგომია სიმაღლით 60-110სმ, იშვიათად 125სმ. ახასიათებს ხშირი დატოტვა - 25-50, მუხლთშორისების რაოდენობა საშუალოდ 12-30-ია. შეფოთვლა საერთო მასის 50-57%-ს შეადგენს. ფოთლის სიგრძე 2,5სმ-ია, სიგანე 1,5სმ. ფოთოლი ოვალურია მუქი მწვანე. ყვავილი მოგრძო ცილინდრული ფორმისაა, მტევნის სიგრძე 3-6სმ, საშუალო სიმჭიდროვის, მუქი იისფერია. ყვავილების რაოდენობა ერთ მცენარეზე 20-40 ცალია. პარკი მსხვილია სპირალურად დაგრეხილი. თესლი თირკმლისებრია, ყვითლიდან ღია ყავისფერამდე.
მწვანე მასის მოსავალი განვითარების ციკლისათვის - 56ტ/ჰა, თივისა - 15,2ტ/ჰა. სამი ციკლისთვის თესლის მოსავალია საშუალოდ - 0,5ტ/ჰა. თივა საშუალოდ შეიცავს 20% ცილას.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა შემდეგი დაავადებების მიმართ: მურა ჟანგა და მურა ლაქიანობა. ჯიშის კვებითი ღირსება საშუალოდ 91,3%-ია.

წყაროები:
1.Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года. Тбилиси 1991г.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი