აჯამეთის თეთრი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. candida Dekapr.
ჯიშის სახელწოდება: აჯამეთის თეთრი Zea mays candida ‘Ajametis Tetri’
წარმოშობა: დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის ადგილობრივი ჯიშია. მიღებულია ძველი ადგილობრივი კაჟა ტიპის ჯიშების შემდგომში შემოტანილ კბილა ტიპის სიმინდის ჯიშებთან ბუნებრივი შეჯვარებით, გაუმჯობესებულია საქართველოს სელექციის სადგურში, ინდივიდუალური დამასობრივი გამორჩევის მეთოდით.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მხრივ საგვიანო ჯიშად ითვლება (130-145 დღე). მცენარის სიმაღლეა 200-270 სმ. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 18-22.მიწისზედა მუხლების რაოდენობაა 14-16. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 110-140 სმ. ტაროს ფორმა ცილინდრულია ან კონუსური. სიგრძე - 18-24 სმ, დიამეტრი - 4-5 სმ. მარცვალი თეთრია, ნახევრად კბილა ტიპის, ზოგჯერ ინდენტაცია კარგად არ არის გამოსახული და კბილა ტიპის სახეს იღებს.მწკრივების რიცხვი ტაროზე - 10-12. 1000 მარცვლის მასა 350-500 გრამის ფარგლებში მერყეობს. ჯიშის მოსავლიანობა მერყეობს 3,6-დან 4,1ტ/ჰა -მდე. დაავადებებისა და მავნებლების მიმართ სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო გამძლეა. გამოიყენება სასურსათედ.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიში დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში დარაიონებულია 1938 წლიდან კოლხეთში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ბარის ზონაში. აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ალაზნის მარცხენა მხარის ველზე და ახმეტის და თელავის რაიონების სარწყავი მიწებისათვის.
წყაროები: ბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე, სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის. თბილისი, 1964 წ.