საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ლომთაგორა 3


საზოგადო სახელი:   სიმინდიlomtagora3

სახეობის სახელწოდება:  Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. flavorubra Körn.

ჰიბრიდის  სახელწოდება: ლომთაგორა 3- Zea mays X flavorubra  ‘Lomtagora 3’

წარმოშობა:  გამოყვანილია  შპს ფირმა ”ლომთაგორას” მიერ, ჰიბრიდ ლომთაგორა 1-ის  შეჯვარებით ადგილობრივ ჯიშ - ქართულ კრუგთან. დაშვებულია გასავრცელებლად 2011 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ რაიონებში, სადაც ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არის 3000-45000 C.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პრიოდი საშუალო-საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს 130 დღეს. მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლე 280 სმ. ფოთლების რაოდენობაა 18-20, მიწისზედა მუხლებისა - 16-17. ბარტყობა არ იცის. მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 117 სმ.   ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე 21-22 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 16, მასა 262 გრამია.  ნაქუჩი ვარდისფერია. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 82%. მარცვალი ყვითელია, კბილა, 1000 მარცვლის მასა 346 გრამია.   გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით არ ავადდება, სიმინდის ფარვანა მცირედ  აზიანებს.  ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს. მარცვლის მოსავალია 7.38 ტ/ჰა. მორწყვის პირობებში ეფექტურად იყენებს მინერალურ სასუქებს.  ოპტიმალური სიხშირეა 45-55 ათასი მცენარე ჰა-ზე.

დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის შპს ფირმა ”ლომთაგორაში”.

დამატებითი ინფორმაცია:   გამოიყენება სამარცვლედ და სასილოსედ.

წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 2(6), თბილისი, 2011, გვ. 17-22.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი