ლომთაგორა 5
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var.Alba Alef.
ჰიბრიდის სახელწოდება: ლომთაგორა 5 - Zea mays X Alba ‘Lomtagora 5’
წარმოშობა: გამოყვანილია შპს ფირმა ”ლომთაგორას” მიერ, ადგილობრივი ინბრედ ხაზის გპ3-ის შეჯვარებით CIMMYT-ის მიერ გამოგზავნილ ინბრედ ხაზთან CML 176. დაშვებულია გასავრცელებლად 2011 წლიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რაიონებისათვის, სადაც ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არის 3900-45000 C.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 137 დღე.
მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლე - 303 სმ. ფოთლების რაოდენობაა 20-21. მიწისზედა მუხლებისა - 17-18, მცენარეზე ვითარდება საშუალოდ 1.03 ტარო. ტაროს ფორმა საშუალო კონუსურია, სიგრძე - 21-23 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობაა 16, მასა 260 გრამია. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 82.5%. მარცვალი თეთრია, კაჟა, 1000 მარცვლის მასა 327გრამია. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით ავადდება სუსტად, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. ვარგისია მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვს. მარცვლის მოსავალია 8.27 ტ/ჰა. კარგად იყენებს მინერალურ სასუქებს. ოპტიმალური სიხშირეა 45-50 ათასი მცენარე ჰექტარზე. ჰიბრიდული თესლის მისაღებად საჭიროა საიზოლაციო ნაკვეთზე მშობელი ფორმები დაითესოს სხვადასხვა ვადში. დედა ფორმა - ხაზი გპ 3 ითესება მაშინ, როდესაც მამა ფორმა- ხაზი CML 176 ამოსულია და არის 3-4 ფოთლის ფაზაში.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის შპს ფირმა ”ლომთაგორაში”.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება სამარცვლედ და სასილოსედ.
წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 2(6), თბილისი, 2011, გვ. 29-34.