ჯუმი ლობიო
საზოგადო სახელი: ლობიო
სახეობის სახელწოდება:Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: ჯუმი Phaseolus vulgaris ‘ Jumi’
წარმოშობა: ჯიში გამოყვანიალია მექსიკური კოლექციის ნიმუშებიდან, მრავალჯერადი ინდივიდუალური გამორჩევით, აღნიშნული ჯიში დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან, შიდა ქართლის სარწყავი და ურწყავი რაიონებისთვის.
ჯიშის დახასიათება: საშუალო სავეგეტაციო პერიოდის ჯიში - 90-100 დღე. მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, მცენარე ძლიერ უხვად შეფოთლილი ბუჩქია, მცენარის სიმაღლეა 40 სმ. ვეგეტაციის პერიოდის მეორე ნახევარში მცენარეს ახასიათებს ნახევრად ჩაწოლა, ძირითადად კუტი ფორმით გამოირჩევა, ზოგჯერ ივითარებს მოკლე კავანებს. მუხლთაშორისების რაოდენობაა 5–10. ახასიათებს უხვი ყვავილები, ყუნწზე 2–3 ყვავილი. პარკის სიგრძეა 8–10 სმ, მარცვლების რაოდენობაა 6–7 მარცვალი. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, თეთრად ჭრელი მუქი ლაქებით, სიგრძე - 9–10 მმ, სიგანე - 6–7 მმ. 1000 მარცვლის მასა 400 გრამია. ნატურა - 500–600 გრ. მარცვალი შემოდის ერთდროულად. თესვის ნორმაა 70–80 კგ/ჰა. ჯიში გამოირჩევა ჩაცვენისადმი კარგი გამძლეობის უნარით. ასევე გამოირჩევა მემარცვლიას მიმართ გამძლეობის უნარით. მოსავლიანობა 1,6–2 ტ/ჰა. მოსავლიანობით ჯიშ „მუხრანულას“ აღემატება 0.5–1 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია, დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყაროები: Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года, Тбилиси, 1981, ст.252.