საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლური კაჟოვანა თეთრი


საზოგადო სახელი:  სიმინდი

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

სახესხვაობის   სახელწოდება:  Zea mays  var.  alba  Alef.

ჯიშის  სახელწოდება: ქართლური კაჟოვანა თეთრი - Zea mays  alba  ‘Karthluri Kazhovana’

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, მის გაუმჯობესებას მასობრივი შერჩევით აწარმოებდა საქართველოს სასელექციო სადგური.

ჯიშის  დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი ურწყავ, შემაღლებულ რაიონებში შეადგენდა 114-122 დღეს. მცენარის სიმაღლე 150-250სმ. ფოთლების რიცხვი მცენარეზე 15-17.  ტაროს ფორმა კონუსურია. სიგრძე - 16-17 სმ. ტაროს ირგვლივისობა ქვედა მესამედში 13,3 სმ. მწკრივების რაოდენობა 14-16. მწკრივების განლაგება ტაროზე რეგულარულია. მარცვალი თეთრია, ზოგჯერ ოდნავ თავჩაჭყლეტილი.  მარცვლის სიგრძე - 9 მმ, სიგანე - 9 მმ, სისქე - 5,4 მმ. მარცვალი ფორმით მიეკუთვნება B ტიპს. 1000 მარცვლის მასა 290-300 გრამია. ნაქუჩი თეთრია. ჯიშთა გამოცდის მიხედვით საშუალო მოსავლიანობაა 1,4-2,3 ტ/ჰა. მარცვლის გამოსავალი 78-83%.

დღევანდელი მდგომარეობა: კაჟოვანა თეთრი  (მცირედ შეცვლილი ფორმით), მაგრამ დღესაც ითესება აღმოსავლეთ საქართველოს საკარმიდამო ნაკვეთებზე.

დამატებითი ინფორმაცია: ბუშტარა გუდაფშუტათი, სხვა ჯიშებთან შედარებით, უმნიშვნელოდ სენიანდება. მარცვალი მაღალხარისხოვანია სასურსათედ და იძლევა ოდნავ მოტკბო ფქვილს. დარაიონებულია გორის, ხაშურისა და ქარელის ურწყავი ნაწილისათვის. რეკომენდებულია გორისა და ქარელის რაიონების სარწყავი ნაწილისათვის და კასპის რაიონის მარცხენა სანაპიროს სარწყავი ნაწილისათვის.

წყაროები:  ი.ნ.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი