საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წყალწითელა ბარდა


საზოგადო სახელი: ბარდა

სახეობის სახელწოდება: Pisum sativum L.

ქვესახეობის სახელწოდება: subsp. sativum  convar. medullosaccharatum (Körn.) Lehm.

ჯიშის  სახელწოდება: წყალწითელა  Pisum sativum  convar. medullosaccharatum 'Tskaltsitela'

წარმოშობა: წყალწითელა სელექციური ჯიშია, გამოყვანილია ქუთაისის მებოსტნეობის სასელექციო საცდელ სადგურში, ჯიშ „კონიოკ გორბუნოკიდან“ ინდივიდუალური, მრავალჯერადი გამორჩევის გზით. 1977 წლიდან დარაიონებულია, როგორც საპარკე ჯიში საქართველოში.

ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია,  აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე სჭირდება 73-80დღე, ხოლო ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე 90-100 დღე. მაღალმოზარდია, უხვად შეფოთლილია, ღეროს სიგრძე - 100-150 სმ, ახლად აღმოცენებული ღერო ღია იასამნისფერია. ფოთოლი ჩვეულებრივი ტიპისაა, საკმაოდ დიდი: 10-13 სმ სიგრძის და 8-10 სმ სიგანის, ულვაშით ბოლოვდება, ფოთლის ნერვაცია ღია იასამნისფერია. ყვავილი მსხვილია, მუქი იასამნისფერი, ყვავილსაჯდომი მწვანეა, ღია იასამნის ელფერით, რომელზეც ზის 1-2 ყვავილი. პარკი ტექნიკურ სიმწიფეში სუსტადაა მოხრილი, საკმაოდ დიდი ზომისაა, სიგრძე 9-12სმ, სიგანე 2-3სმ. მცენარეზე 2-7 პარკია, თითოში 6-8 მარცვალია. პარკი ხორციანია უპერგამენტო. ჰა-ზე იძლევა 12-14ტ მწვანე პარკს. მარცვალი მსხვილია, დანაოჭებული, ღია ყავისფერ ფონზე იისფერი წინწკლებით. ლებნები ღია ყვითელია, 1000 მარცვლის მასაა 240-300 გრ.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:  სადესერტო ჯიშია, საბოსტნე, საშაქრე მიმართულების. დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა.

წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1984 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი