აჯამეთის საადრეო სოია
საზოგადო სახელი: სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: აჯამეთის საადრეო Glycine max 'Ajametis Saadreo'
წარმოშობა: ჯიში მიღებულია ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით, ჯიშ კომსომოლკადან, რომრლიც მარცვლის მაღალ მოსავალს იძლეოდა.
ჯიშის დახასიათება: აჯამეთის საადრეო საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 125 დღე გრძელდება. მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის, ჭიათურული სოიას ტიპს. სააპრობაციო ჯგუფს - serotina Enk. ბუჩქის სიმაღლე საშუალოა, ფორმა ნახევრად კომპაქტური, დატოტვა ძლიერი, ღერო სწორმდგომი, ინტენსიური ზრდის შემთხვევაში დახვევისადმი მიდრეკილებას იჩენს. ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ფართო ლანცეტისებური. კენწრული ფოთოლი პატარაა ყვავილები იასამნისფერია. პარკები ჩალისფერია, ოდნავ მოხრილი, საშუალო ზომის. ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 9სმ-ია. პარკების რაოდენობა მცენარეზე 141-ია, დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან პირობებში ერთი მცენარე საშუალოდ 60 ცალ კოჟრს ივითარებს ფესვებზე, მარცვალი ოვალურია, ოდნავ მობრტყო, ჩალისებრ-ყვითელი, ჭიპი სხვადასხვა შეფერილობისაა. 1000 მარცვალი იწონის 190-195გ-ს. მარცვლის საშუალო მოსავლიანობაა 2,6 ტ/ჰა, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დროს მოსავლიანობა 3,2 ტ/ჰა-მდე იზრდება.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR). და სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV)
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეა.
წყაროები: აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.