საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ობოლაძის 85 ბარდა


საზოგადო სახელი: ბარდაoboladzis85

სახეობის სახელწოდება: Pisum sativum L. 

ჯიშის  სახელწოდება: ობოლაძის 85Pisum sativum 'Oboladze’s 85'

წარმოშობა: სელექციური ჯიშია, გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის წყალტუბოს მებოსტნეობის სასელექციო საცდელ სადგურში, სახეობათშორისი ჰიბრიდიზაციით და შემდგომი ჰიბრიდული პოპულაციიდან oboladzis85Aინდივიდუალური გამორჩევით (დედა-ჯიში „მნოგოსემიანნი“ შეჯვარებული მამა - ჯიში „კრუპნოპლოდნი“). 1990 წლიდან დარაიონებულია, როგორც საკონსერვო მიმართულების ჯიში.

ჯიშის დახასიათება: საშუალოდ საადრეო ჯიშია,  აღმოცენებიდან პარკის პირველ კრეფამდე სჭირდება 130დღე. მცენარე დაბალმოზარდია (სიგრძე 70 სმ). მუხლთაშორისების რაოდენობა ღეროზე - 17-19, ყვავილი თეთრი აქვს, გადაჰკრავს მწვანე შეფერილობა. მტევანი 2-3 ყვავილისაგან შედგება. პარკი სწორია, ბოლოში ოდნავ მოხრილი, პარკის ტიპი ნახევრად სამარცვლეა, პერგამენტის შრე საკმაოდ კარგადაა განვითარებული, ბეწვიანობა ძლიერი. მარცვალი მომრგვალოა, მცირედ დაკუთხული, მოთეთრო-ღია მწვანე შეფერილობის ჭიპი მოყვითალო-თეთრი აქვს. 1000 მარცვლის მასაა 264 გრ, ნატურა - 700 გრ. მწვანე მარცვლის მოსავლიანობაა 15ტ/ჰა. მარცვალში მშრალი ნივთიერება 23,7%, შაქრები 7,68%, სახამებელი 3,42%, ცილები 8,47%, ვიტამინ C  37,5მგ/100გრ.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია, ინახებოდეს  რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR).

წყაროები: 1. Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი