სუმატრა დელი 341 თამბაქო
საზოგადო სახელი: თამბაქო
სახესხვაობის სახელწოდება: Nicotiana tabacum var. havanensis Comes
ჯიშის სახელწოდება: სუმატრა დელი 341 Nicotiana tabacum havanensis ‘‘Sumatra Deli 341’
წარმოშობა: გამოყვანილი და დარაიონებულია აფხაზეთში, გალის რაიონისათვის. წარმოშობის თვალსაზრისით ინტროდუცირებული ჯიშია, ნიკიტის ბოტანიკური ბაღის რეპროდუქცია.
ჯიშის დახასიათება: თამბაქოს კლასიფიკაციის მიხედვით აღნიშნული ჯიში სასიგარე ტიპისაა. სუმატრა 341 იძლევა კარგი გემოს ნედლეულს. საშუალო ვეგეტაციის მქონე ჯიშია, დარგვიდან მოსავლის აღებამდე 105-110 დღეა. მცენარის ფორმა ელიფსურია. ფოთლების განლაგება ღეროზე აწეული, ფოთოლი მჯდომარეა. ფუძე ყელიანი. შუა იარუსის ფოთოლი ოვალურია, საშუალო ან ფართო ყელით. ფირფიტა მოხრილი, ზედაპირი საშუალოდ ან ძლიერ დაბურცულია. ფოთლის კიდეები ტალღისებურია, წვერი წაწვეტებული, ბიბილო დიდი ზომის, მომრგვალო, ტალღისებური, გაშლილი. ფოთლების რაოდენობა ერთ ძირზე 20-24-ია. სიგრძე-სიგანის შეფარდება 1,8:1,0-თან. მოსავლიანობა 1,1-1,2ტ/ჰა-ზე.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR).
დამატებითი ინფორმაცია: სუმატრა 341 დაავადებათა მიმართ გამძლეობით ხასიათდება, მაგრამ ფესვის სიდამპლითა და ბაქტერიალური ჩოფურათი ძლიერ ავადდება.
წყაროები: ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, თბილისი 1959 წ;
Растениеводство – Р. И. Подгорный. Москва 1963г.
მემცენარეობა - გ. ბადრიშვილი. თბილისი 1981წ.