საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ვანის წითელი


საზოგადო სახელი:   სიმინდი vaniswiteli

სახეობის სახელწოდება Zea mays  L. 

ქვესახეობის  სახელწოდება:  Zea mays  subsp. indentata  (Sturtev.) Zhuk. 

ჯიშ-პოპულაციის  ადგილობრივი სახელწოდება:  ვანის წითელიZea mays ‘‘Vanis Tsiteli’

წარმოშობა: ჯიშ–პოპულაცია გავრცელებულია ზემო იმერეთის რეგიონში, კერძოდ,  ვანის რაიონში.

ჯიშ-პოპულაციის  დახასიათება: ჯიშ–პოპულაცია სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, საგვიანო ვეგეტაციისაა. მცენარის სიმაღლე 240–250 სმ–ია. ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 16–18. ფოთლის სიგრძე 90-92 სმ, სიგანე - 10-12სმ. მუხლების რაოდენობა მიწის ზემოთ 13–15. ტაროს მიმაგრების სიმაღლე  140–145სმ. ტაროს ფორმა ცილინდრულია. სიგრძე 17–18 სმ. ტაროზე 10–12 მწკრივია.  მარცვალთა განლაგება ტაროზე - რეგულარული. მარცვლის ფერი მოშაო–მოწითალოა, კბილა ან  სუსტი კბილა ტიპის. 1000 მარცვლის მასაა 480–500 გ. ნაქუჩის ფერი ღია ვარდისფერია.  მოსახლეობაში  გამოიყენება როგორც სამარცვლედ, ასევე სასილოსედ.

დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშ-პოპულაცია დაცულია აგრარული უნივერსიტეტის  მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

წყაროები: ჯიშ-პოპულაცია დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: მცენარე იშვიათად ავადდება ბუშტარა გუდაფშუტათი. სასურსათედ ნაკლებად გამოიყენება.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი