საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცხეთა 684


საზოგადო სახელი:   სიმინდი

სახეობის სახელწოდება: Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება:  Zea mays  var. flavorubra Körn.

ჰიბრიდის სახელწოდება:  მცხეთა  684 - Zea mays X flavorubra  ‘Mtskheta 684’

წარმოშობა: გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მარტივი ჰიბრიდის (B73 X B84) მ-ის  შეჯვარებით  ხაზ MO17- თან. დაშვებულია გასავრცელებლად 1988 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში.

ჯიშის დახასიათება:  სავეგეტაციო პერიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 127 -130 დღე. მცენარე მაღალმოზარდი, სიმაღლე 290-305 სმ. ფოთლები ერექტოიდულია, მუქი მწვანე შეფერილობის, ფოთლების რაოდენობა 20-22, მიწისზედა მუხლები  17-18. ბარტყობა არ იცის, ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო. ტაროს მიმაგრების სიმაღლეა 123-125  სმ.   ტაროს ფორმა სუსტი კონუსისუბრია, სიგრძე - 21-24 სმ, მასა 228 გრამია. მარცვლის რიგების რიცხვი 16-18, ნაქუჩი ვარდისფერია, ტაროდან მარცვლის გამოსავალია 84 %.    მარცვალი ყვითელია,  კბილა,  1000 მარცვლის მასა 337 გრამია. პოტენციალური მოსავლიანობა მარცვალში შეადგენს 11-12 ტ/ჰა. გამძლეა ჩაწოლის მიმართ; მტვრიანა გუდაფშუტათი და ფუზარიოზით არ ავადდება. სუსტი გამძლეა ჰელმინთოსპორიოზისადმი.

დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში.

წყაროები: მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სელექციის განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში,1989 წ.

დამატებითი ინფორმაცია:   ჰიბრიდი სამარცვლე მიმართულებისაა.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი