კუდა (კუდალა) ღომი
სახეობის სახელწოდება: Setaia italica (L.) P. Beauv.
სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica var. imeretica Menabde & Ericzjan
ჯიშის სახელწოდება: კუდა (კუდალა) ღომი Setaria italica imeretica ‘ Kuda’
წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო ძირითადად ლეჩხუმში, ასევე იმერეთში.
ჯიშის დახასიათება: ძლიერ საადრეო ჯიშია. მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 100-145 სმ, თაველი, მარტივია, დაუტოტავი, მოკლე, მაგრამ უფრო გრძელია, ვიდრე შვიდკვირიასი, ცილინდრულია, წვერმომრგვალებული, ნაკვთულები მჭიდროდაა განლაგებული. ჯაგრულა იისფერია, მოკლე და მცირე. თაველი ყვითელია, წონა 25 გრამამდე. მარცვალი ყვითელი ფერისაა. მიდრეკილია ცვენადობისადმი, მარცვლის გამოსავლიანობა 88%. ლეჩხუმში სექტემბრის ბოლოს მწიფდებოდა.
დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).
წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II, თბილისი, 1950 წ;
მიხეილ ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, თბილისი, 1951 წ;
Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;
ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;
მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.