ახალციხის წითელი დოლის პური ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum var. ferrugineum Alef.
ჯიშის სახელწოდება: ახალციხის წითელი დოლის პური - Triticum aestivum ‘Akhaltsikis Tsiteli Dolis Puri‘
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: მესხეთ–ჯავახეთში ფართედ გავრცელებული აბორიგენული ჯიშ–პოპულაციაა, რომლის გავრცელება აღწევს ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე.
მოკლე აღწერა: საკმაოდ ზამთარგამძლე, საგვიანო ჯიშია. ღერო საშუალო სიმაღლის, მაღალ აგროფონზე და სარწყავ პირობებში ახასიათებს ჩაწოლა. მცენარე საშუალოდ შეფოთლილი, თავთვი წითელი, ფხიანი. საშუალო ზომის, თითისტარისებრი ფორმის და მომწიფებისას დახრილი. თავთუნის კილის მხარე უფრო ფართოა და აწეული. მარცვალი წითელი, წაგრძელებული ოვალური ფორმის და რქისებრი კონსისტენციის. მარცვალი კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი და არ ხასიათდება ცვენადობით. 1000 მარცვლის მასა 32-40 გრამია. მარცვალში მაღალია ცილის შემცველობა (18,8%). ფქვილისაგან პურის ცხობის უნარი საშუალოზე მაღალია. მოსავლიანობა 2,5-3,2 ტ/ჰა–ზე, უფრო მაღალპროდუქტიულია თავისი გავრცელების ზონაში. სუსტად ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით, ხოლო ხორბლოვანთა სოკოვანი დაავადებებით საშუალოზე ნაკლებად.
დღევანდელი მდგომარეობა: ბიომეურნეთა ასოციაცია „ელკანა“ და შპს „ლომთაგორა“ აწარმოებსჯიშის სათესლე მასალის გამრავლებას.
წყარო: ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში, თბილისი 1983 წ. გვ. 59; გ. ბადრიშვილი, ვ, ზედგინიძე, რ. ძიძიშვილი – მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბილისი 2009 წ. გვ. 47; საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 306
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში არის სასელექციო საწყისი მასალა, რომლის გენოტიპშია ჰიბრიდული ნეკროზის (Ne2) წითელი ჰიბრიდული ქლოროზის (Ch2) და ქონდარობის გამაპირობებელი გენები.