საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხეთაგუროვის 4 ლობიო


საზოგადო სახელი: ლობიო

სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: ხეთაგუროვის 4  Phaseolus vulgaris Khetagurovis 4’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის  სელექციო სადგურში ადგილობრივი ლობიოს ბუნებრივი მუტანტური პოპულაციიდან  ინდივიდუალური გამორჩევის გზით ავტორები ს. თედორაძე, პ. მინდიაშვილი, დ ა. მახარობლიძე.

ჯიშის დახასიათება:საშუალოდ საადრეო ჯიშია.  მასობრივი აღმოცენებიდან სიმწიფემდე  99-108 დღე. ბუჩქის ფორმა კუტია, მცენარის სიმაღლე 50-70 სმ. დატოტვა საშუალოა, მუხლთაშორისების საერთო რიცხვი 12-14, თეთრი ფერის წვრილი ყვავილები, გრძელი ყვავილთსაჯდომით, ფოთლის იღლიაშია მოთავსებული. პარკი საშუალო სიდიდისაა - 8-12 სმ. დაბაზებისა და სრული სიმწიფის ფაზაში ჩალისფერ-ყვითელი ფერისაა. მცენარეზე 14-30 ცალი მარცვალი თირკმლისებრი, საშუალო სიდიდის, წითელი ფერის, თხელკანიანი და თხელჭიპიანია. 1000 მარცვლის  მასა 290 გრამია. ეკუთვნის ქვემო ქართლის ეკოტიპს.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

დამატებითი ინფორმაცია:   სუსტად ავადდება პარკების ანთრაქნოზით, გამძლეა ბაქტერიოზით დაავადებისადმი.

წყაროების. თედორაძე, პ. მინდიაშვილი, და. მახარობლიძე,ლობიოსახალიჯიშებისშექნმაბუნებრივიმუტაციით,  ი. ნ. ლომოურისსახელობისმიწათმოქმედებისსამეცნიერო-კვლავითიინსტიტუტი, შრომები XXII, თბილისი, 1975. გვ.108-113;

ს. თედორაძე, ლობიოდასოია, თბილისი, 1967;

Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года, Тбилиси, 1981, ст.252.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი