საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ლომთაგორა 1


საზოგადო სახელი:   სიმინდი

სახეობის სახელწოდება:   Zea mays L.

სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays  var. flavorubra Körn.

ჰიბრიდის  სახელწოდება:  ლომთაგორა 1Zea mays X flavorubra ‘Lomtagora 1’

წარმოშობა:  გამოყვანილია  შპს ფირმა ”ლომთაგორას” მიერ, ხაზი B73 LG-ს შეჯვარებით ჰიბრიდ (MO17 X MO17-510)- თან.

დაშვებულია გასავრცელებლად 2011 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი რაიონებისა და დასავლეთ საქართველოს II,III,X,XIV,XVII აგროკლიმატური ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი საშუალო საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 128 დღე. მცენარე მაღალმოზარდია, სიმაღლეა 280-300 სმ. ფოთლების რაოდენობაა 17-19, მიწისზედა მუხლებისა - 16-17. ბარტყობა არ იცის, ერთ მცენარეზე ვითარდება ერთი ტარო.  ტაროს ფორმა სუსტი კონუსურია, სიგრძე 21-22 სმ, მარცვლის რიგების რაოდენობა - 16, მასა - 265 გრ, ნაქუჩი ვარდისფერია. ტაროდან მარცვლის გამოსავალია 83.5%.    მარცვალი ყვითელია, კონსისტენცია - კბილასთან ახლოს, 1000 მარცვლის მასა 340 გრამია.   გამძლეა ჩაწოლის მიმართ; ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზით ავადდება სუსტად, სიმინდის ფარვანა მცირედ აზიანებს. მარცვლის მოსავალია  7.7 ტ/ჰა. მცენარეთა დგომის ოპტიმალური სიხშირეა 55-60 ათასი მცენარე ჰა-ზე.  ვარგისია მექანიზებული წარმოებისთვის.

დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები არის შპს ფირმა ”ლომთაგორაში”.

დამატებითი ინფორმაცია:   გამოიყენება სამარცვლედ, შეიძლება გამოყენებული იქნეს სასილოსედაც.

წყაროები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი”, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, 2(6), თბილისი, 2011, გვ. 5 -10.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი