თეთრი ფეტვი
საზოგადო სახელი: ფეტვი
სახეობის სახელწოდება: Panicum miliaceum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Panicum miliaceum var. album Alef.
ჯიშის სახელწოდება: თეთრი ფეტვი Panicum miliaceum album ‘Tetri Phetvi’
წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებული იყო გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და სხვა დაბლობ ადგილებში.
უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: თეთრი ფეტვი სხვა ფერის ფეტვებზე უფრო ნაყოფიერი ყოფილა, მისგან ხარშავდნენ ფაფას, აცხობდნენ ტკბილ ნამცხვარს. თეთრი ფეტვი მოტკბო გემოთი გამოირჩეოდა. მისი მარცვალი 16,1% ცილას შეიცავს.
წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
ი. მაისაია, ფეტვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1998 წ;
დახასიათებულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის, ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.

ჯიშის დახასიათება: მცენარე მაღალმოზარდია, 100-115სმ სიმაღლის. სავეგეტაციო პერიოდი გრძელია 100-120 დღე, საგვიანო ჯიშია. ღერო საკმაოდ მსხვილია, ახასიათებს დატოტვა. საგველა ყვავილედი გრძელია და ფარჩხატი. ყვავილედის ყუნწი მოხრილია, შეკუმშული და საგველას თავდახრილი ფორმა აქვს, სიგრძით 27-30სმ. მარცვალი მიკრულია კილებზე და ძნელად იცეხვება. კილები ჩალისფერია, მარცვალი კი თეთრი.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული 