ქართული 9
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება: Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. flavorubra Körn.
ჯიშის სახელწოდება: ჰიბრიდი ქართული 9 მა Zea mays var. flavorubra Körn. ‘Kartuli 9 ma’ -
წარმოშობა: პირველი ქართული მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდია, გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ ხაზების ვირ 44 მ და ქართული კრუგი 44 -ის შეჯვარებით. დარაიონებულია 1980 წლიდან, სამარცვლედ - VI,VIII,XI,XII,XIII,XVI ზონებში, სასილოსედ VIII,IX, XI,XII,XV,XVI,XVII ზონებში.
ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით ჰიბრიდი არის საშუალო-საადრეო. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 110 – 115 დღე.მცენარის სიმაღლე 220 -230 სმ -ია, ტაროს მიმაგრების სიმაღლე 100 -110 სმ. ფოთოლთა რიცხვი მცენარეზე 16- 18. მუხლების რაოდენობა 13-15. ფოთოლი ფართოა, მუქი მწვანე შეფერილობის. ტარო ოდნავ კონუსისებრია, ტაროს სიგრძე 18 – 22 სმ, ტაროზე 14 – 16 მარცვლის მწკრივია, ტაროს საშუალო წონა - 220 – 260 გრამი. ნაქუჩი ვარდისფერია, მარცვლის გამოსავალი - 82 %. მარცვალი კბილა, ყვითელია, 1000 მარცვლის მასა 270-280 გრამია. მარცვლის პოტენციალური მოსავლიანობა - 10.0 ტ/ჰა. ქართული 9 ნაწვერალზე 20 ივნისამდე თესვის პირობებში ჰა-ზე 4.5 – 5.5 ტ. მარცვლის, ხოლო მწვანე მასის 35 – 50 ტ. მოსავალს იძლევა.
დღევანდელი მდგომარეობა: ჰიბრიდის მშობელი ფორმების თესლები ინახება პროფესორ ო.ლიპარტელიანის კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდი სამარცვლე და სასილოსე მიმართულებისაა.
წყაროები: მემცენარეობათესლმცოდნეობისსაფუძვლებით, თბილისი, 2009, გვ. 98.
სამარცვლესიმინდისმოვლა-მოყვანაფერმერულმეურნეობაში, სსიპ. მიწათმოქმედებისინსტიტუტი, სახელმძღვანელო, გამოცემულიამსოფლოიბანკისმხარდაჭერით, თბილისი 2010, გვ. 13.
საქართველოსმეცნიერებათააკადემია, საქართველოსმთიანეთისსოციალურ - ეკონომიკურიპრობლემებიდამათიგადაჭრისგზები, თბილისი, 2010 წ, გვ. 335.