გოდორა ყვითელი
საზოგადო სახელი: სიმინდი
სახეობის სახელწოდება Zea mays L.
სახესხვაობის სახელწოდება: Zea mays var. xantodon Alef.
ჯიშის სახელწოდება: გოდორა ყვითელი - Zea mays xantodon ‘Godora’
წარმოშობა: წარმოშობის ადგილია აჭარა, ქედის რაიონი ( სოფელი ქედი).
ჯიშის დახასიათება: სავეგტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 100-118 დღეა. მცენარის სიმაღლე -180-230 სმ. ფოთლების რაოდენობა - 12-14. ფოთლის სიგრძეა 70-74 სმ, სიგანე - 8-9 სმ. ტაროს მიმაგრების სიმაღლე მერყეობს 70-86 სმ-მდე. განვითარებული ტაროების რაოდენობა საშუალოდ ერთ მცენარეზე - 1,5. ბარტყობა - სუსტი. ტარო საშუალო ზომისაა, ნახევრად ცილინდრული. ტაროს სიგრძეა 15-22 სმ. ტაროზე 10-12 მწკრივია. მწკრივების განლაგება ტაროზე - სწორი. მარცვალი ყვითელი ფერისაა. მარცვლის ზედაპირი ოდნავ ჩაზნექილია. მარცვალი B ტიპს მიეკუთვნება, უფრო ნაკლებად C-ტიპს. 1000 მარცვლის მასა 320-400 გ-მდეა. ნაქუჩის ფერი თეთრია. მარცვლის საშუალო მოსავლიანობა ბოტანიკის ინსტიტუტის სტაციონარებზე (დიღომი, აჯამეთი) იყო 2-2,5ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი.
დამატებითი ინფორმაცია: საინტერესო იყო აგრეთვე სამარცვლედ და სასილოსედ განსაკუთრებით მისი წარმოშობის რაიონებში (ქედის და შუახევის რაიონებში).
წყაროები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - ბოტანიკის ინსტიტუტი - კულტურულ მცენარეთა სისტემატიკა, ციტოლოგია, სტადიური განვითარება, ტომი XXIV, თბილისი, 1969 წელი.