საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ზეს 5 ქერი


საზოგადო სახელი: ქერი

სახეობის სახელწოდება: Hordeum vulgare L.

სახესხვაობის სახელწოდება: Hordeum vulgare var. parallelum Körn.

ჯიშის სახელწოდება: ზეს 5 - Hordeum vulgare  ‘ Zes 5’

წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტში. მიღებულია საშემოდგომო ქერის ჯიშიდან „ყაზბეგი 1“ გამა–დასხივებითა და ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. ჯიში განკუთვნილია საქართველოს სარწყავი და შემაღლებული ზონებისათვის.

მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით, ჯიში საშემოდგომოა, სავეგეტაციო პერიოდი 201 დღეა. მცენარის სიმაღლეა 100–110 სმ, არ წვება. თავთავი მრავალმწკრივიანია, ფხიანი, მოყვითალო–ნარინჯისფერი, მკვრივი, სიგრძით 11–12 სმ. მარცვალი ელიფსური ფორმისაა. 1000 მარცვლის მასა 40–43 გრამია, ხოლო მოსავლიანობა 5,7 ტ/ჰა. ჯიში გამოირჩევა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობით.

დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.

წყაროები: : საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 1(002), თბილისი, 2010 წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ქერის კულტურა, ჯიშური შემადგენლობა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ფერმერულ მეურნეობაში, თბილისი, 2010 წ. გვ. 8

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი