საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

იმერული ჰიბრიდი


საზოგადო სახელი:  სიმინდიimerulihibridi

სახეობის სახელწოდება Zea mays  L.

 სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays  var. vulgata Körn.

 ჯიშის  სახელწოდება:  იმერული ჰიბრიდი Zea mays vulgata ‘ Imeruli Hibridi’

წარმოშობა: ჯიში გამოყვანილია ქუთაისის ჰიბრიდისაგან, მრავალჯერადი ინდივიდუალური და მასობრივი გამორჩევის გზით საქართველოსსახელმწიფო სასელექციო სადგურის ტერიტორიაზე.

ჯიშის  დახასიათება: ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის მხრივ საგვიანოა (130-150 დღე). მცენარის სიმაღლე  200-300 სმ-ია, ფოთლების რაოდენობა მცენარეზე 18-22.  მიწისზედა მუხლების რაოდენობა 14-16. ტარო კონუსური ფორმისაა, სიგრძე საშუალოდ 19-23 სმ. მწკრივების რაოდენობა ტაროზე 12-16. მარცვალი  ყვითელი ფერისაა (სხვადასხვა ელფერის), კაჟა ტიპის,  თავგადალესილი. 1000 მარცვლის მასა  - 245-350 გრამის ფარგლებში მერყეობს. ჯიში საუკეთესოა სასურსათედ. მცირედ სენიანდება სოკოვანი დაავადებით. საშუალო მოსავლიანობაა 4-5ტ/ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: დარაიონებულია 1931 წლიდან შიდა და ქვემო ქართლის, აგრეთვე სამგორის სარწყავი ზონებისათვის და მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირის ურწყავი ნაწილისათვის.იმერული ჰიბრიდი, საქართველოს გარდა, დარაიონებული იყო სასილოსედ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში სარწყავი მიწათმოქმედების ზონებისათვის.

წყაროებიბ. ჯანელიძე, ვ.გორგოშიძე - სიმინდისდარაიონებულიჯიშებიდაჰიბრიდებისაქართველოსრესპუბლიკისათვის,თბილისი, 1964წ.

 

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი