საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შვინდისფერი ტკაცუნა


საზოგადო სახელი:   სიმინდი shvindisferitkacuna

სახეობის სახელწოდება Zea mays  L. 

სახესხვაობის  სახელწოდება:  Zea mays var.  haematornis  Kulesh. 

ჯიშ-პოპულაციის  სახელწოდება: შვინდისფერი ტკაცუნა -Zea mayshaematornis  ‘Shvindisperi Tkatsuna’

წარმოშობა: მისი გავრცელების არეალი  საკმაოდ ფართოა. გვხვდება სიმინდის კულტურის თითქმის ყველა რაიონში, მაგრამ მისი კულტურის მასშტაბი, საერთოდ,  უმნიშვნელოა, გარდა აშშ-ისა.  საქართველოში სიმინდის ეს ჯგუფი მცირედაა გავრცელებული, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს თითქმის ყველა რაიონში. ჯერჯერობით მაინც იგი არ გასცილებია ბოსტნებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს.

ჯიშ-პოპულაციის  დახასიათება: ბუშტარა, ანუ ტკაცუნა სიმინდი თითქმის არ შეიცავს ფქვილიან სახამებელს, რომელიც გვხვდება მხოლოდ ჩანასახის სიახლოვეს.  ენდოსპერმის დანარჩენი მასა აქ წარმოდგენილია რქისებრი სახამებლით. იგი შედარებით უფრო მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით, რის გამოც მისი ფქვილი ან ბურღული, სიმინდის სხვა ჯგუფებს შორის, ყოველთვის იღებს უფრო მაღალ შეფასებას. გარდა ამისა, ბუშტარა სიმინდის მარცვალს აქვს კიდევ ერთი, სპეციფიკური გამოყენება. მისი მარცვალი ცეცხლზე გახურების, მოხალვის დროს ერთბაშად, ,,ტკაცუნით“ სკდება, ენდოსპერმი ხლეჩს მარცვლის გარსს და შიგნეული გადმოიშლება გარეთ თეთრი, ფაფუკი მასის სახით. ჩვენში ამას ეძახიან ბატიბუტს. მცენარის სიმაღლეა  60- 300 სმ. თვითოეული მცენარე იკეთებს 1-8 პატარა ზომის ტაროს. მარცვალი მუქი შვინდისფერია, ნაქუჩი წითელია.

დღევანდელი მდგომარეობა:  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი.  ითესება სიმინდის თითქმის ყველა რეგიონში, საკარმიდამო ნაკვეთებზე.

დამატებითი ინფორმაცია: სთესენ და იყენებენ უმთავრესად შინაური ფრინველების საკვებად და  საბატიბუტედ. 

წყაროები: ი. ნ.ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;

ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები (ნაწილი II), თბილისი, 1950 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი