საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მწვანეპარკიანი სოია


საზოგადო სახელი: სოია

სახეობის  სახელწოდება:  Glycine max (L.) Merr.

ჯიშის სახელწოდება: მწვანეპარკიანი  Glycine max 'Mtsvane Parkiani'

წარმოშობა: ინტროდუცირებულია ტაივანის მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან (ACIRO) და გამორჩეულია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელ სადგურში. დარაიონებულია 2011 წელს, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარწყავი ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში მწვანეპარკიანი არის საშუალოდ საგვიანო ვეგეტაციის, საგაზაფხულო და განმეორებითი თესვისათვის. მცენარე ტექნიკური სიმწიფის მიღწევისათვის საჭიროებს 80-85 დღეს, სრულ სიმწიფემდე სჭირდება 120-130 დღე. სიმაღლით 85-90სმ, სწორმდგომია. მცენარეს გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა, კარგად შეფოთლილი ბუჩქია, ფოთოლი ოვალურია, მახვილი ბოლოთი. ყვავილი თეთრია, პარკი - მწვანე, პარკების წარმოიქმნება ღეროს მთელ სიგრძეზე. თესლი მწვანეა, მრგვალი. 1000 ნედლი მარცვლის მასაა 760 გრ, სრულ სიმწიფეში - 300გრ. თესლი შეიცავს 42% ცილასა და 20% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა: ინახება სელექციონერის კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია:  ჯიში მწვანეპარკიანი საბოსტნე მიმართულებისაა, გამძლეა სოკოვანი და ვირუსული დაავადებების მიმართ.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 3(7), თბილისი, 2011წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი