საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წილკანი ოსპი


საზოგადო სახელი: ოსპიwilkani

სახეობის სახელწოდება: Lens culinaris Medik.

ჯიშის სახელწოდება: წილკანი   Lens culinaris 'Tsilkani'

წარმოშობა: ჯიში წილკანი გამოყვანილია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში, ერთჯერადი ინდივიდუალყური გამორჩევის გზით.  საწყის მასალად გამოყენებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-დან მიღებული სასელექციო მასალა. დარაიონებულია 2012 წლიდან.

ჯიშის დახასიათება: წილკანი საადრეო ჯიშია. ორთესელა ბუნებისაა - შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც, მცენარე ნახევრად დახრილი, ბუჩქის ტიპისაა, დაბალი, ძლიერ დატოტვილია,  30-35სმ სიმაღლის, ღეროს ანტოციანური შეფერილობა არა აქვს. ფოთოლის ზომა საშუალოა, ელიფსური. ყვავილი საშუალო ზომისაა, თეთრი, წიბოებზე იისფერი ხაზებით. პარკი წვერისკენ შემოკლებულია 1-2 მარცვლით, პარკების რაოდენობა  მცენარეზე 60-70ცალია. ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლე 15სმ-ია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოვარდისფრო-ხორცისფერი შეფერილობისაა, ლებანი - მოწითალო. 1000 მარცვლის მასაა 42,1გრ. მოსავლიანობა - 0,6ტ/ჰა. თესლი შეიცავს 26% ცილასა და 1,46% ცხიმს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში;

დამატებითი ინფორმაცია:   კარგად იტანს მცირედ წაყინვებს. ადვილად იხარშება, ხასიათდება კარგი გემური თვისებებით.

წყაროები:  მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 1(9), თბილისი, 2012 წ.

 

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი