ცანავა 3 ლობიო
საზოგადო სახელი: ლობიო
სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: ცანავა 3 Phaseolus vulgaris ‘Tsanava 3’
წარმოშობა: გამოყვანიალია ადგილობრივი „მუხრანის“ პოპულაციიდან ინდივიდუალური გამორჩევის გზით. საქართველოში დარაიონებულია 1947 წელს როგორც საბოსტნე ჯიში. ცანავა 3 აგრეთვე დარაიონებულია სომხეთში.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით, ჯიში ადრეულია, აღმოცენებიდან სიმწიფემდე 75–78 დღეა. მცენარე კუტი ფორმისაა, არახვიარა, სიმაღლე - 23–35 სმ, ფოთოლი
ფართოა, მუქი მწვანე. ყვავილი - მკრთალი იისფერი, პარკი ნახევრად ძაფიანია, პერგამენტის შრე უვითარდება გვიან. თესლის ფორმა კვერცხისებრ-სფეროსებრი, ახასიათებს ორგვარი შეფერვა: 1. ძირითადი ფონი ყვითელი–მოვარდისფროა, მეწამული ფერის ლაქებით, 2. თესლის ძირითადი ფონი წითელია, ღია მოყვითალო-მოვარდისფრო ლაქებით. 1000 მარცვლის წონაა 395–420 გრამი.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ლობიოს ჯიში ცანავა 3 უნივერსალურია, გამოიყენება როგორც სამარცვლედ, ასევე საპარკედ, პარკი საშუალო ხარიხისაა, მარცვალი გამოირჩევა მაღალი გემური თვისებებით.
წყაროები: Программа селекционных работ Закавказского комплексного селекцентра по растениеводству, 1990 года, Тбилиси, 1981, ст.252;
შოთაობოლაძე, საბოსტნეპარკოსანიკულტურები, გამომცემლობა „საბჭოთასაქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 27;
ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე, მემცენარეობა, არაქისის, ძირითდიჯიშებისსარკვევი, თბილისი, 1959, გვ. 81.
