საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კუნწურაულა


საზოგადო სახელი: ღომი

სახეობის  სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.

სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica  var. guriica N. Tschchenkeli 

ჯიშის სახელწოდება:  კუნწურაულა Setaria italica guriicaKuntsuraula’

წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო  ძირითადად გურიაში.

ჯიშის დახასიათება: კუნწურაულა საშუალოდ საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 80-85 დღეა. მცენარის ღერო მაღალია,150-170 სმ-მდე იზრდება. თაველი წვრილია კონუსური, წვერისკენ მკვეთრად შევიწროვებული. ნაკვთულები ქვევით გრძელი და მეჩხერი, ზევითკენ მოკლდება და მჭიდროვდება. ჯაგრულა 5მმ სიგრძისაა, მწვანე ფერის. თაველი მოწითალოა, სიმწიფისას მუქდება, მსუბუქია 26 გრამამდე. მარცვალი ყვითელი ფერისაა. მარცვლის გამოსავლიანობა 84-85%-ია, ცვენადობა  არ ახასიათებს, ძნელად ილეწება.

დღევანდელი მდგომარეობა:დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).

წყაროებიი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II, თბილისი, 1950 წ;
Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;
ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ;
მასალა დახასიათებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კურატორის მიერ.

 

ბალახები

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

ესპარცეტი

იონჯა

კოინდარი

სათითურა

თავთავიანი კულტურები

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

ტრიტიკალე

ქერი

შვრია

ჭვავი

ხორბალი

პარკოსანი კულტურები

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ბარდა

ლობიო

მუხუდო

ოსპი

სოია

ცერცველა

ცერცვი

ძაძა

ტექნიკური კულტურები

არაქისი

თამბაქო

სელი

არაქისი

თამბაქო

სელი

ფეტვნაირი კულტურები

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი

სიმინდი

სორგო

ფეტვი

ღომი